მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკავშირის დღეები ზუგდიდში

ევროკავშირის დღეები ზუგდიდში

Published on

2016 წლის 9 მაისს ევროპა აღნიშნავს შუმანის დეკლარაციის 66-ე წლისთავს. 1950 წლის 9 მაისს , მაშინდელმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა გადადგა პირველი ნაბიჯები იმისკენ, რასაც დღეს ევროკავშირი ქვია.9 მაისს შუმანის პრინციპების გათვალისწინებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს ევროპის დღეს.ზუგდიდის საველე ოფისმა ამ დღესთან დაკავშირებით მოაწყო ღონისძიებები.მონიტორებმა აკ. წერეთლის სახ. პირველი საჯაროსკოლის ტერიტორიაზე ორი ღონისძიება ჩაატარეს: შემეცნებითი და სპორტული.ძიუდოსა და სამბოს ხელოვნება ზუგდიდელმა სპორტსმენებმა უჩვენეს. წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის "სკაუტებმა".სტუმრებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ხელმძღვანელმა  გაბრიელ ვარნ ჰორნმა.

ევროპის დღის აღნიშვნა გაგრძელდება 10 მაის. ზუგდიდის საველე ოფისის მონიტორები ეწვევიან სო.ფ. დარჩელის საჯარო სკოლას, სადაც ადმინისტრაციული სასზღვრო ზოლის გასწვრივ მდებარე სამი სოფლის: განმუხური,ორსანტია და და ჩელის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...