მთავარისიახლეებისაზოგადოებაშსს-ს მიერ თენგიზ გუნავას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

შსს-ს მიერ თენგიზ გუნავას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

Published on

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის თენგიზ გუნავას წინააღმდეგ დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საქმე თენგიზ გუნავას შინაგან საქმეთა სამინისტოს გენერალური ინსპექციის უფრასოდ მუშაობის პერიოდს მოიცავს და უწყება მას ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებას ედავება. გუნავას ადვოკატის ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, საუბარია 56 ათას ლარზე. მისივე განმარტებით სარჩელი კანონმდებლობის ყველა ნორმას არ აკმაყოფილებს და სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებისას ამ მოტივით ისარგებლა.სასამართლო პროცესის ბილოს მედიასთან კომენტარი თენგიზ გუნავამაც გააკეთა. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, ის უდანაშაულოა და მასზე პოლოტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს. თენგიზ გუნავას აღნიშნულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი 2013 წელს თბილისის რაიონულმა სასამართლომ გამოუტანა. თუმცა მოგვიანებით ის საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა და ნასამართლეობის სტატუსიც მოუხსნა.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...