ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარში .საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სააღგომო ლიტურგია ღამის 11 საათზე დაიწყო.აღდგომის ღამეს მორწმუნეებმა წმინდა ზიარების მიღება შეძლეს, რომლის შემდეგაც, მათთვის დაწესებული 50-დღიანი მარხვა გახსნილდა.აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ. წირვის დასასრულს მეუფე გერასიმემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხა,ილია მეორე რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის ცოდვებსა და მათ ზემოქმედებაზე, სამუშაო ადგილების შექმნის აუცილებლობაზე, ახალგაზრდების ჩამოყალიბების ტენდენციებზე, გახშირებულ თვითმკვლელობებსა და მშობლების მხრიდან შვილებისადმი მეტი ყურადღებისა და მზრუნველობის აუცილებლობაზე.
პატრიარქი ეპისტოლეში საუბრობს მიუსაფარი ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე.
"ქრისტე აღდგა! დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო ზეიმობს.მოსახლეობას ბიძგის და ორიენტაციის მიცემა სჭირდება, გონივრული დახმარება უნდა, რომ თავისი შრომის ნაყოფი დაინახოს და იგრძნოს, რომ მისი საქმიანობა შედეგის მომტანია- ნათქვამია ეპისტოლეში.ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა აღდგომა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და ასევე აფხაზ ხალხსაც მიულოცა.