მთავარისიახლეებისაზოგადოებასოსო ცინცაძე - ხალხი, რომელიც სადილისთვის ძაღლისთვის განკუთვნილ ძვლებს ყიდულობს, არ იტყვის,...

სოსო ცინცაძე – ხალხი, რომელიც სადილისთვის ძაღლისთვის განკუთვნილ ძვლებს ყიდულობს, არ იტყვის, რომ ხელისუფლება კარგად მუშაობს

Published on

ხალხი, რომელიც სადილის მოსამზადებლად ძაღლისთვის განკუთვნილი ძვლების საყიდლად საათობით დგას რიგში, არ იტყვის, რომ ხელისუფლება კარგად მუშაობს, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 20% ხმას ”ქართულ ოცნებას“, 19% კი – „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა.როგორც ცინცაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ხელისუფლებას არჩევნებამდე ძალიან რთული პასეანსი ელის და ამ თვეების განმავლობაში ”ძალზე მყიფე ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა”.”კვლევის შედეგს ძირითადად სოციალური ფონი განსაზღვრავს, ამიტომ ნდობა-უნდობლობის საკითხი მეორე მხარეს გადადის. ხალხი დღითი დღე, სულ უფრო და უფრო უარესად ცხოვრობს. პირადი მაგალითიდან გეტყვით – წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ყაზბეგის გამზირზე, კვირაში ორ-სამჯერ შევდიოდი იქვე არსებულ დიდ ჰიპერმარკეტში, სადაც ძაღლისთვის ძვლებს ვყიდულობდი – კაპიკები ღირდა და ნებისმიერ დროს იყო ხელმისაწვდომი მისვლა და ყიდვა. რამდენიმე ხნის წინ მივედი და დავაპირე ძვლების ყიდვა, გამყიდველები სიცილით მოკვდნენ, როგორც ჩანს, დიდი ხანია არ ყოფილხართო. ძვლები დილით გამოგვაქვს, ხალხი დილის 08:00 საათიდან რიგში დგას და ნახევარ საათში გასაყიდი ძვლები აღარ გვაქვსო. ნებისმიერს შეუძლია შეამოწმოს. ხალხი ქუჩაში, სანაგვეებში იქექება, ძაღლისთვის განკუთვნილ ძვლებს ყიდულობენ და იმისგან სადილს აკეთებენ – ასე ცხოვრობს ხალხი დღეს. აქედან გამომდინარე, ადამიანები, ვინც ძაღლის ძვლებზე საათობით დგას რიგში, არ იტყვიან დღევანდელ ხელისუფლებაზე, რომ კარგად მუშაობს, ეფექტურია და ცხოვრება გაუმჯობესდა”, – განაცხადა ცინცაძემ. მისივე აზრით, 100-დან მხოლოდ ერთი იტყვის, რომ დღეს უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე 5 წლის წინ და ”ისიც ჩინოვნიკი იქნება”.”გადით და დაუსვით ხალხს კითხვა, 5 წლის წინ უფრო კარგად ცხოვრობდა თუ დღეს. 100-დან მხოლოდ ერთი გეტყვის, რომ ”დღეს” და ისიც ჩინოვნიკი იქნება. მე ძალიან მიკვირს, რატომ ამბობს გამოკითხულთა 70% და არა 80%, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება – ქსენია დიასახლისმა არ იცის რა არის სწორი გზა. მან იცის ერთი რამ, რომ მისი მაცივარი 5 წლის წინ უფრო სავსე იყო თუ დღეს უფრო სავსეა, მან იცის, რომ 20 ლარით ნაკლები პენსია, რომელსაც მაშინ იღებდა, უფრო მეტ რამეს ყიდულობდა და უფრო დიდი ხანი ყოფნიდა, ვიდრე ახლა ყოფნის. მას მიკრო და მაკროეკონომიკა არ აინტერესებს, არ აინტერესებს რატომ ცდილობს ჩვენი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეინარჩუნოს ინფლაცია და ა.შ”, – აღნიშნა ექსპერტმა.ამასთან, სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ოქტომბერში არჩევნების შედეგებზე უდიდესი გავლენა ექნება ”რუსთავი 2”-ს და ზოგადად, მედიის თავისუფლებას.

”არ ვისურვებდი, რომ დღეს კვირიკაშვილი ვყოფილიყავი. მაშინ, როცა ის ამერიკაში ქართული დემოკრატიაზე საუბრობს, საქართველოს დედაქალაქში გამოსვლებია. ეს ხუთი თვე გადამწყვეტი იქნება ხელისუფლებისთვის. არჩევნებისთვის სიტუაციის ცვლილება დამოკიდებული იქნება მედიაზე, მის თავისუფლებაზე”, – აღნიშნა ექსპერტმა.
 
წყარო: interpressnews.ge

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...