მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია და ძმები ბერძენიშვილები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ეკა ბესელია და ძმები ბერძენიშვილები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

Published on

კამათი საქართველოს პარლამენტში “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების” შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვას მოყვა. "ვადის პრობლემაა, იწურება ვადა. კარგი იქნება თუ ამ საკითხს გადმოვიტანთ და კენჭისყრებს ჩავატარებთ. საჭიროა ალბათ, უფრო სიღმისეული შესვლა. ეს არაა მარტივი საკითხი, მთლიანად ეს რეფორმა რომელიც მომზადდა ორი წლის განმავლობაში მთლიანად ცვლის ამას. ეს ერთი დაწესებულების საკითხი არაა, კონცეფცია იცვლება მთლიანად. 2 წლის განმავლობაში ეს საკითხი არ დამდგარა. ერთმანეთისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, მაგრამ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ მეორე პლანზე გადაგვაქვს ბავშვების ინტერესები. ეს რეფორმა არის ბავშვებისთვის და კონცეფციას ნუ შეცვლით. მთლიან რეფორმას დარტყმის ქვეშ ვაყენებთ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე", – განაცხადა ეკა ბესელიამ.დეპუტატ დავით ბერძენიშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი პარლამენტში გუშინაც გავიდა, თუმცა გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. "ერთმანეთისკენ უნდა გადავგათ ნაბიჯები. ვთვლით, რომ ჩვენი ალტერნატივა გუშინ რომელიც ვერ გავიდა არსებითი ხასიათის პრობლემას ვერ ქმნიდა. ჩვენ არაფერს არ ვცლით, შემოთავაზებული კანონპროექტი რომ კანონად იქცეს ნუ დავხურავთ იმ დაწესებულებს, რომელიც წარმატებულად ფუნქციონირებს საქართველოში. მე სიჯიუტისკენ არცერთ მხარეს არ მოვუწოდებ, თუ დღეს არ ვართ შეთანხმებისკენ და ვერ მივიღებთ ნორმალურ კანონს გადავდოთ ეს საკითხი", – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...