მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ივანიშვილს პირადად იგი არასოდეს გაუკონტროლებია

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ივანიშვილს პირადად იგი არასოდეს გაუკონტროლებია

Published on

 საპარლამენტო არჩევნები იყო ერთერთი მთავარი თემა, რომელზედაც  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა  france 24-ის ეთერში. 

"რა თქმა უნდა, 60% გადაწყვეტილების არმქონე ამომრჩეველი პრობლემას წარმოადგენს, თუმცა მჯერა, რომ საარჩევნო კამპანია ხალხს მათთვის სასურველ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს. ჯერჯერობით კი  საზოგადოება ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილოა. 'შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნების ერთ-ერთი პრობლემა რეალურად ამომრჩეველთა საერთო იმედგაცრუებაშია, ამომრჩეველთა თითქმის 60%-ს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, რომელი გზით წავიდეს. ეს გვეუბნება, რომ პოლიტიკური პარტიები მეტად უნდა გააქტიურდნენ.'' – აღნიშნა მარგველაშვილმა.

ტელეწამყვანის კითხვის პასუხად, ამ კონტექსტში იგი შეეხო არაფორმალური მმართველობის საკითხსაც: 

"მე პირადად არასოდეს გავუკონტროლებივარ ივანიშვილს და ასევე არ მაქვს მასთან არანაირი კომუნიკაცია. მე არასოდეს მქონია რაიმე საკითხზე ძალდატანება ბატონი ივანიშვილის მიერ. როგორც ჩანს, ის აქტიურია პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობაში და ხანდახან განიხილავს საკითხებს მათთან ერთად, ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია," – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...