მთავარისიახლეებისაზოგადოებამაია კალანდია: "ანა წითლიძეს აქვს შესაძლებლობა, რომ საქართველოს პარლამენტში სამეგრელო ღირსეულად წარადგინოს!"

მაია კალანდია: “ანა წითლიძეს აქვს შესაძლებლობა, რომ საქართველოს პარლამენტში სამეგრელო ღირსეულად წარადგინოს!”

Published on

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა წითლიძის მხარდასაჭერი პოსტები სოაციალურ ქსელ ფეისბუქზე კვლავ აქტიურად გრძელდება. ამჯერად ვრცელ პოსტს ინტერნეტში ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი დირექტორი აქვეყნებს. მაია კალანდია ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ ანა წითლიძეს აქვს შესაძლებლობა და დამსახურება იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში თქვას გამორჩეული სიტყვა და ღირსეულად წარადგინოს სამეგრელო. მაია კალანდიას ვრცელ პოსტს OdishiNews უცვლელად გთავაზობთ:
 
"მაშინ, როდესაც თითოეული ჩვენგანი, მონაწილე თუ გულშემატკივარი ცხრაწლიანი პროცესებისა, რომლის შედეგადაც ქვეყანა სახელმწიფოს დაემსგავსა, სიძულვილისგან აღტყინებული ნებაყოფლობითი გიჟების ტერორის ქვეშ იყო, ძალიან ძნელი გახდა ხმის ამოღებაც კი. განსაკუთრებით გაჭირდა რეგიონებში. ვინც კოჰაბიტაციის აქტიურ რეჟიმში არ ჩაერთო, ( რომელიც ძირითადად მეგობრების ან წარსული საქმიანობის უარყოფას ნიშნავდა უფრორე), მათთვის განსაკუთრებით გაჭირდა. იყო ბევრი თავდასხმა და შეურაცხყოფა. ნაციონალური მოძრაობის ხსენებაც კი საშიში იყო, კეთროვანებივით გაგვირბოდნენ ახლობლებიც კი. ბევრმა ქუდი დაიხურა და წავიდა, განერიდა სიტუაციას. ერთადერთი ადამიანი, ვისაც უკან არ დაუხევია არც ერთი წამით, იბრძოდა და იცავდა იმ ხალხს, რომელთანაც წარსულში არ აკავშირებდა თანამშრომლობა , რადგანაც ის ნაციონალურ მოძრაობაში 2012 წლიდან მოვიდა – ანი წითლიძე იყო. თავგამოდებით იცავდა ყველა ადამიანს, რომლებმაც ბევრი გააკეთეს რეგიონში, შესაძლებელია შეცდომებიც დაუშვეს, მაგრამ ეს მისთვის უმნიშვნელო იყო. თენგო გუნავას დასაცავად უშიშრად მდგარი ანი წითლიძე მაგალითია ჩემთვის, თუ როგორ უნდა დაიცვა შენი თანამოაზრე, როგორია ერთგულება, სიყვარული, გატანა, ვაჟკაცობა. 
 
ანი წითლიძემ ერთდორულად რამდენიმე ფლანგზე შეძლო საქმიანობა. ვერ ვიხსენებ ვერც ერთ ხალხის რჩეულს, რომელსაც არც ერთი წამით არ მიუტოვებია თავისი ამომრჩეველი. როგორც წესი, ამომრჩეველი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ ჩვენს ქვეყანაში. თვალი გადაავლეთ მის გვერდს, ვერ დაითვლით რამდენი შეხვედრა აქვს ჩატარებული -ოღონდ სად არ არის და ვისთან, თოვლში თუ ყინვაში, მზეზე თუ ქარში, წვიმასა თუ დარში, ბაზარსა თუ სკოლაში, ქუჩებში, მუშებთან, უმწეო ოჯახებში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი საქმიანობა ახალგაზრდებთან. სამეგრელოს განვითარების ცენტრი ის ადგილია, სადაც ახალგაზრდები ცოდნას ეუფლებიან, სადაც ახალგაზრდებს მიუხარიათ, სადაც პედაგოგები ქველმოქმედებას ეწევიან იმ ოჯახების შვილებისათვის, რომელთაც არა აქვთ საშუალება დამატებითი განათლება მისცენ თავიანთ შვილებს. 
 
არადა ბაბუაწვერაზე ცოტათი მეტს იწონის და მიკვირს სადა აქვს ამდენი ენერგია. 
იმისათვის, რომ ჩემი ქვეყანა წავიდეს წინ!
იმისათვის,რომ ჩემს ქვეყანაში პატივს სცემდნენ დამსახურებას!
იმისათვის, რომ ჩემს ქვეყანაში აფასებდნენ შრომას და თავდადებას!
იმისათვის, რომ კლანებმა არ იბოგინონ მუდმივად!
იმისათვის, რომ ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება თქვან თავიანთი დამსახურებული სიტყვა – მე მინდა ანი წითლიძე ვიხილო საქართველოს პარლამენტში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიიდან. ის ამას ყველაზე მეტად იმსახურებს რეგიონში. 
თუ ვინმეს ჰგონია, რომ მავანთ ძველი შეცდომებით გავატარებთ და გავუტარებთ, ძალიან შემცდარან. ჩვენ ბევრნი ვართ. ანის მხარს უჭერენ არა მარტო ახალგაზრდები, არამედ ჩემი თაობაც, ჩემზე უფროსებიც, სხვადასხვა სოციალური ფენისა და ასაკის წარმომადგენლები. 
,,მე ოცი წლით შენზე უფროსს,
სხვა ბრძოლებში დაღლილ მგოსანს,
მსურს ძმასავით გესაუბრო
და ჭაბუკურ ლექსით გლოცავ –
მე რომ შენი ფილტვი მქონდეს,
მე რომ შენი მუხლი მომცა,
უფრო ძლიერ ვუმღერებდი საქართველოს“…
 
ეს არის ამონარიდი ლექსიდან, რომელიც მურმან ლებანიძემ უძღვნა მიშა მესხს, როდესაც ნახა მისი თამაში თბილისის ,,დინამოს“ შემადგენლობაში. 
 
ანი წითლიძეს აქვს ყველა შესაძლებლობა და დამსახურება (ფილტვიც და მუხლიც), იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტში თქვას გამორჩეული სიტყვა და ღირსეულად წარმოადგინოს სამეგრელო!" – წერს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი დირექტორი მაია კალანდიას ფეისბუქის გვერდზე.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...