მთავარისიახლეებისაზოგადოებაბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა ეპარქიიდან წავიდა

ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა ეპარქიიდან წავიდა

Published on

ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თხოვნით მიმართა ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით – ამის შესახებ ეპარქიის მრევლს, დღეს, ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ ამბიონიდან განუცხადა. ქორეპისკოპოსმა თეოდორემ, რომელიც დროებით უხელმძღვანელებს ეპარქიას, განმარტებები არ გააკეთა, მომხდარი ღვთის ნებით ახსნა და მორწმუნეებს მოუწოდა, მიტროპოლიტის მიერ კათედრის დატოვების მიზეზები არ გამოიძიონ.  

"თუკი მეუფე სერაფიმემ მიიღო ეს გადაწყვეტილება და წავიდა ეპარქიიდან, ძალიან რთულია, რაიმე გითხრათ და რაიმეთი განუგეშოთ. ერთ რამეს გეტყვით – ღვთის ნება არის ყველაფერი, ღვთის ნების გარეშე ამ ქვეყნად არ ხდება არაფერი. თუკი მეუფე სერაფიმემ მიიღო გადაწყვეტილება და მან სთხოვა უწმიდესს, ეპარქიიდან ყოფილიყო გათავისუფლებული, ეს ღვთის ნების გარეშე არ მოხდებოდა, ღმერთმა დაუშვა ეს. რა იყო ამაში, ვისი ბრალი იყო, რა ხდებოდა, ეს ჩვენ არ ვიცით. ეს ღმერთმა იცის. ფაქტია, რომ თითოეული ჩვენგანის ბრალი იყო ეს, პირადად ჩემი ბრალი იყო, სამღვდელოების ბრალი, სინოდის ბრალი და თითოეული თქვენგანის ბრალიც.

ალბათ, ყურადღება ვერ მივაქციეთ, ვერ გამოვიჩინეთ გულისხმიერება, როცა ეს სჭირდებოდა. ამით ცხოვრება არ მთავრდება, ღვთის განგება ძალიან ღრმა და რთულია. ჩვენ არ ვიცით, თუ რას გვიმზადებს ღვთის განგება ხვალ. არ უნდა გავიშვიროთ თითი ვინმესკენ და არ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაც იყო ამაში დამნაშავე. არც თვითონ მეუფე სერაფიმესკენ არ უნდა გავიშვიროთ თითი. ყველამ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ ის მარცვალი, რამაც ხელი შეუწყო ამ ფაქტს. ნუ დაიწყებთ იმის ჩიჩქვნას და გამოძიებას, თუ რამ გამოიწვია ეს. ღვთის განგებაში ჩვენ ვერ ჩავწვდებით. მაგრამ ხვალ, ზეგ , მაზეგ მიზეზები თავისთავად გაცხადდება. მეუფე სერაფიმეს ღმერთი ეპარქიისთვის გაკეთებულ საქმეებს აუცილებლად დაუფასებს და ჩვენც პირველ რიგში, მას ღვაწლი უნდა დავუფასოთ. არ შეიძლება, ადამიანი ღვთის ნების წინააღმდეგ იყოს მებრძოლი, ამიტომ უნდა გადავიტანოთ ეს განსაცდელი", – განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

სერაფიმე ჯოჯუა ბორჯომის ეპარქიას ხელმძღვანელობდა 21 წლის განმავლობაში, 1995 წლის 20 აპრილიდან.

 

სიახლეები

ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის-კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო...

2015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურის განცხადებით, 2015 წელს გიორგი კვარაცხელიას ჯგუფური განზრახ მკვლელობის საქმე გახსნეს. ბრალის დადგენილება გამოსცეს...

რუსეთმა დიზელის ექსპორტი აკრძალა – ქვეყანაში უკრაინული იერიშების გამო საწვავის დეფიციტია

რუსეთი დიზელის ექსპორტს სრულად აჩერებს და ნავთობპროდუქტების იმპორტს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine რუსეთის...

დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა-ხოშტარია

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ჩემი მხარდაჭერისთვის და მოგაწოდოთ ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. 1. უკვე...