მთავარისიახლეებიპოლიტიკაგამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

Published on

IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევა სხვა საკითხებთან ერთად ქვეყნის განვითარების შესახებ გამოკითხულთა პოზიციასაც ასახავს. 

კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, პასუხები ასე გადანაწილდა: 
გამოკითხულთა  16%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 13%-მა არ იცის შეკითხვის პასუხი, რესპონდენტების უმრავლესობა, 70% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 

კვლევის თანახმად გამოკითხულთა 65% თვლის, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა. კვლევამ ასევე დაადგინა ეროვნული პრობლემების პირველი სამეული, რომელიც უცვლელი რჩება, ესენია: უმუშევრობა, ეკონომიკური მდგომარეობა და ტერიტორიული მთლიანობა.

გამოკითხული მოსახლეობა ეკონომიკის ძირითად პრობლემებად შემდეგ ფაქტორებს ასახელებს:

84%-ს მიაჩნია, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა ლარის კურსია. 52%-ის აზრით ეს კომუნალური გადასახადებია, 41% ამ მიმართულებით გადასახადებს ასახელებს, 28% კი თვლის, რომ ეკონომიკის პრობლემების სათავე არაკომპეტენტურობაა.

IRI-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის ფარგლებში გამოკითხულებს რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებიც შეაფასებინეს. გავრცელებული ინფორმაციით კითხვაზე – იყო თუ არა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკურად მოტივირებული  –  გამოკითხულთა უმრავლესობამ, 54 %-მა დადებითი პასუხი დააფიქსირა და აღნიშნა, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...