მთავარისიახლეებისაზოგადოებასოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში

სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში

Published on

ასოციაცია „ათინათის“ დარბაზში პროექტის „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. სამწლიანი პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ერთობლივად, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების, ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის და არბაიტერ სამარიტერ ბუნდი საქართველოს მიერ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ პარტნიორობით. ორგანიზატორების თქმით, არსებული სოციალური საწარმოების გამართულად ფუნქციონირების, დამწყებთა მოტივირებისა და ზოგადად, ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება სახელმწიფო სტურქტურებთან სოციალურ საწარმოთა ხელშეწყობის მექანიზმების განვითარებასა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესების თაობაზე; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამშრომლობას ბიზესსექტორთან, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სოციალური საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი და მდგრადი დაფინანსება.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...