მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ვისურვებდი "რუსთავი2" იყოს ისეთივე კარგი და ისეთივე კრიტიკული როგორიც დღესაა"- კვირიკაშვილი

“ვისურვებდი “რუსთავი2″ იყოს ისეთივე კარგი და ისეთივე კრიტიკული როგორიც დღესაა”- კვირიკაშვილი

Published on

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ მინისტრს შეკითხვა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც დაუსვეს. შეკითხვის ავტორი ლიტველი დეპუტატი იყო. პრემიერის თქმით ის მუდამ რუსთავი ორის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მხარდამჭერი იყო.

„რუსთავი 2-ის საკითხს ორი განზომილება აქვს, პირველი მფლობელების საკითხს, მეორე კი მედიის თავისუფლებას ეხება. მე საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს „რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ არაერთი მხარდამჭერი განცხადება გავაკეთე. წინადადება მქონდა შექმნილიყო ბორდი სადაც შევიდოდნენ არასამთავრობოები და მედიის წარმომადგენლები , რომლებიც უზრუნველყოფდნენ რუსთავი 2-ის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას. როგორც გითხარით ამ საქმეს ორი განზომილება აქვს, ხელისუფლებას არ შეუძლია ჩაერიოს სასამართლო პროცესში, მაგრამ თუ მეკითხებით ჩემს პირად მოსაზრებას მე ვისურვებდი "რუსთავი2" იყოს ისეთივე კარგი, როგორიც დღესაა , ისეთივე კრიტიკული სამთავრობო პოლიტიკის მიმართ, როგორიც დღესაა, და არ მიეცეს ოპოზიციას საშუალება მოახდინოს ამ თემით სპეკულირება არჩევნების წინ“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...