მთავარისიახლეებისაზოგადოება4 წლის გეგა ბუკიას დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა.

4 წლის გეგა ბუკიას დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა.

Published on

კულტურის ცენტრ „ოდიშის“ ორგანიზებით 4 წლის გეგა ბუკიას დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. ორგანიზატორების თქმით, საქველმოქმედო აქცია-კონცერტს "ერთად გადავარჩინოთ გიორგი (გეგა) ბუკიას სიცოცხლე" ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კონცერტზე ადგილობრივი ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ. შემოსულმა თანხამ შეადგინა 9509 ლარი.4 წლის გიორგი (გეგა) ბუკიას სჭირს უიშვიათესი დაავდება ნეიროგლასტომა, რომელიც სტატისტიკურად 1000000-დან ერთ ბავშვს ემართება,გეგა ახლა თერაპიის კურსს გადის ქალაქ სტამბულში, თერაპიის შემდეგ გეგას უნდა ჩაუტრდეს ოპერაცია და ეს სიმსივნე უნდა ამოეჭრას ორგანიზმიდან.ხოლო ამის შემდეგ უნდა ჩაუტარდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ძვლის ტვინის გადანერგვა, რომელიც 80 000 დოლარი ჯდება, გეგას სრული მკურნალობის კურსისთვის დაანგარიშებულად 130 000 დოლარია საჭირო. გეგას ოჯახს სოციალურად ძალიან უჭირს. ოჯახში მხოლოდ დედა მუშაობს, რომელიც სკოლის პედაგოგია. მამა – უმუშევარია. საქართველოს ბანკში გახსნილია ანგარიშის ნომერი – საქ. ბანკი GE52BG0000000834127900 ასევე ჩართულია ტელეფონიც- 0901701092 ზარის ღირებულება 1 ლარია.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...