მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფ. ბაშის მოსახლეობა გზის გაკეთებას და ბუნებრივი აირის მონტაჟის დასრულებას ითხოვს

სოფ. ბაშის მოსახლეობა გზის გაკეთებას და ბუნებრივი აირის მონტაჟის დასრულებას ითხოვს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშის მოსახლეობა გზის პრობლემაზე და ბუნებრივი არის მონტაჟის დაუსრულებლობაზე საუბრობს. მოსახლეობა აცხადებს, რომ წლებია ავარიული და დაზიანებული გზა მათი მთავარი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს მისი მშენებლობა დაიწყო, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაწყებული მშენებლობა შეჩერდა. ასევე დაუსრულებელია ბუნებრივი აირის ოჯახებში შემოყვანის პროცესი. მოსახლეობის განმარტებით, სოფელში გაზის მრიცხველების მონტაჟი დასრულდა, თუმცა გაზის მილები სოფლის სამ უბანში საერთოდ არ შეუყვანიათ. ადგილობრივები ამაში პოლიტიკურ მიზეზებს ხედავენ.

მოსახლეობის აქციაზე იმყოფებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივნის თეიმურაზ ბასილაიას განცხადებით, მოსახლეობამ აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად ხელმოწერებიც შეაგროვა და ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი ტელერადიოკომპანია „ოდიშთან“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გააკეთა. ედიშერ თოლორაიას განცხადებით,პოლიტიკურ მიზეზებზე საუბარი უადგილოა. მისი თქმით, ამ ეტაპზე დასრულებულია გზის სამუშაოების დაპროექტება და ტენდერიც გამოცხადდება.

ხოლო რაც შეეხება სოფლის გაზიფიცირებას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, მაისიდან  დაიწყება.

ტელერადიოკომპანია „ოდიში“ სოკარის პოზიციითაც დაინტერესდა, თუმცა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად კომპანიაში განაცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებელ პირთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

სიახლეები

თბილისში 22 წლის ბიჭი დაჭრეს

თბილისში 22 წლის პირი დაჭრეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცხელებს. გელა გელაძის უწყების...

UK და საფრანგეთი უკრაინაში მრავალეროვნულ სამშვიდობო ძალებს გაგზავნიან

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში...

კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე. გთავაზობთ სრულ ტექსტს: სრულიად...

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...