მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთში დაკარგული 28 წლის გიგა გოგოხია ზღვამ ოჩამჩირეში გამორიყა

ფოთში დაკარგული 28 წლის გიგა გოგოხია ზღვამ ოჩამჩირეში გამორიყა

Published on

 აფხაზური მედიის ცნობით, დღეს ნაშუადღევს   ოჩამჩირის სანაპიროზე  ზღვამ  ახალგაზრდა კაცის ცხედარი  გამორიყა. პირველი გარეგნული დათვალიერებით გარდაცვალების მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა და  გვამი ექსპერტიზისა და იდენტიფიკაციისათვის სოხუმის პროზექტურაში გადაასვენეს. მყისვე გავრცელდა ვარაუდი, რომ ახალგაზრდა შესაძლოა იყოს ფოთში დაკარგული 28 წლის გიგა გოგოხია, რომელსაც ოჯახი პირველი აპრილიდან დაეძებს. ეს ვარაუდი  მალევე დაადასტურეს პროზექტურაში გვამის ამოსაცნობად მისულმა ახლობლებმა.  

ამ დროისათვის ცხედარი ჯერ ისევ პროექტურაში ასვენია. ოჯახის ახლობლები  სოფელ საიბერიოში არიან სეკრებილი და გარდაცვლილის გადმოსვენებას ელოდებიან.

შეგახსენებთ, გიგა გოგოხია გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. მისი თანმხლების ინფორმაციით, იგი სამეგრელოში ბებიასთვის მედიკამენტების შესაძენად იყო გადმოსული და მალევე უნდა დაბრუნებულიყო შინ, მაგრამ ფოთში რამდენიმე საათით ჩასულს ტაქსისტებთან შელაპარაკება მოუხდა და ამ ინცინდენტის შემდეგ უკვალოდ გაუჩინარდა.  

 

სიახლეები

ორი პირი დაჭრეს, ორს – მანქანა დააჯახეს, დაკავებულია სამი პირი – შემთხვევა გარდაბანში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის...

ყაჩაღობისთვის ძებნილი ერთი პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს...

თბილისში 22 წლის ბიჭი დაჭრეს

თბილისში 22 წლის პირი დაჭრეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცხელებს. გელა გელაძის უწყების...

UK და საფრანგეთი უკრაინაში მრავალეროვნულ სამშვიდობო ძალებს გაგზავნიან

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში...