მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზმა ძალოვნებმა ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი ზუგდიდელი მოქალაქე დააკავეს

აფხაზმა ძალოვნებმა ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი ზუგდიდელი მოქალაქე დააკავეს

Published on

საინფორმაციო სააგენტო апсны ру აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სახელმწიფო სამსახურის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს რომ აფხაზმა ძალოვნებმა დააკავეს  საქართველოს ორი მოქალაქე, ზუგდიდის რაიონის მკვიდრები – 1986 წ. დაბ. შოთა ანზორის ძე ბულია და 1988 წელს დაბ. ირაკლი ბერდიას ძე ჯაპავა .

«დაკავებულებმა უკანონოდ (შესაბამისი საშვების გარეშე, ოფიციალური საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით) გადაკვეთეს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი მდინარე ენგურის გავლით. ამასთანავე, უშიშროების სამსახური ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათ მიერ დაგეგმილი იყო რიგი დანაშაულების ჩადენა. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნით, დაკავების მომენტში ზემოაღნიშნული პირები ნარკოტიკული საშუალება «მეტადონის» ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ» – აღნიშნულია დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოხუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები 15 დღე-ღამით საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს და მათ მიმართ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.



 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...