მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართული ოცნების" ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

“ქართული ოცნების” ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

Published on

"მე ვტოვებ მ.პ.გ. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს. თუმცა, ვრჩები პარტიის რიგით წევრად" – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიგა ლუკავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, თუმცა არ საუბრობს გადაწყვეტილების მიზეზებზე. 
"მსურს აღვნიშნო, რომ ჩემი ეს გადაწყვეტილება არის პირადად ჩემს მიერ მიღებული და არავის გავლენით ან კარნახით, მით უმეტეს იძულებით არ მიმიღია.
მე ვტოვებ მ.პ.გ. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს. თუმცა, ვრჩები პარტიის რიგით წევრად. რაც ნიშნავს, რომ ვიქნები იმ გუნდის ერთგულ ჯარისკაცი, რომელთან ერთადაც ვიბრძოდი 2012 წლიდან დღემდე და შესაბამისად, მათთნ ერთად გავაგრძელებ ბრძოლას.
მინდა, მადლობა გადაუხადო ბატონ ლაშა გოგიას, ბატონ ედიშერ თოლორაიას და ჩემს ძმასა და მეგობარს კარლო(გოგა) ღადუას.
ხოლო, შურიანი და გაბოროტებულ ხალხის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის თანამდებობებზე პრიორიტეტული და ღირებული ადამიანობა და ღირსებაა.
და ბოლოს, წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდული ორგანიზაციის ახლ თავმჯდომარეს ოთო ქადარიას" – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიგა ლუკავა.

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...