მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს

პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს

Published on

 პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი   პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უმჯობესი იქნება თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოხდება. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი დაააკმაყოფილებს მის თხოვნას, საარჩევნო კამპანია სწორედ ამ დროიდან დაიწყება და სამ თვეს გასტანს. 

,,რაც შეეხება თარიღს,  ვინაიდან ამან გამოიწვია ასევე ფართო განსჯა და სამოქალაქო სექტორის თუ პარტიების მხრიდან გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება, გვინდა ვთხოვოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ დოკუმენტი წარმოადგინოს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს, რათა წინასაარჩევნო პერიოდის ვადად 3 თვე იქნას განსაზღვრული. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველანაირ გაუგებრობას და სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციებს თავიდან ავიცილებთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა

 პრემიერი გულისხმობდა  ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაო სექტორის წარმომადგენლების კრიტიკას, რაც გამოიწვია  სახელისუფლებო გუნდის არაერთი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულმა  განცხადებებმა, რომ მთავრობა ამდენი ხნით ვერ შეზღუდავდა  თავისი მოქმედებებს, რამდენადაც ეს საზიანო იქნებოდა ქვეყნისათვის. ეს თავის მხრივ   ბადებდა საფუძვლიან ეჭვს, რომ იგი უარს არ იტყოდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე წინასაარჩევნო პროცესში. .

სამთვიანი საარჩევნო კამპანიის შემთხვევაში ხელისუფლება კარგავს  არგუმენტს და  დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად მზად არის შეიზღუდოს თავი სამი თვის  განმავლობაში. 

 

 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...