მთავარისიახლეებიეკონომიკაანაკლიის პორტის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება

ანაკლიის პორტის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება

Published on

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და 2019 წელს დასრულდება. პორტში პირველი გემის შემოსვლა 2020 წლისთვისაა დაგეგმილი. ამის შესახებ ანაკლიაში დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში კურტ ტონგი, პორტის მშენებელი კონსორციუმის, ამერიკული პარტნიორი კომპანია „კონტი ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტი პოლ ფორსი, „ანაკლია განვითარების  კორსორციუმის“ ფინანსური დირექტორი ზურაბ ფიჩხაია  და სამეგრელე-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია პორტის ტექნიკურ დეტალებს გაეცნენ. საუბარი ასევე შეეხო  პორტის განვითარების ეტაპებს, ინდუსტრიული ზონის ტერიტორიას, მოქალაქეების დასაქმებას და მუშა-ხელის გადამზადების საკითხებს. პორტის მშენებლობის ეტაპზე პირდაპირ 3400 ადგილობრივი დასაქმდება, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ უშუალოდ პორტში მუდმივად 6400 ადამიანი იმუშავებს. ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის საზღვაო ხომალდები. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე შეუძლებელი იყო. პორტის მიმდებარედ, 600 ჰექტარზე განთავსდება თავისუფალი ინდუსტრული ზონა და აშენდება რკინიგზა.ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით კომპანია „გეოგრაფიკმა“ უკვე დაასრულა იმ მიწის ნაკვეთბის და შენობა-ნაგებობების აღწერა, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და მისი ინფრასტრუქტურის ფარგლებში ექცევა. ასეთი კი ათასამდე მიწის ნაკვეთიდა 400-მდე შენობა-ნაგებობაა, აქედან საცხოვრებელი 110-მდეობიექტია. მესაკუთერეების განმიწის გამოსყიდვა კანონით დადგენილი ნორმებით და საბაზრო ფასებით მოხდება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" მიმდინარე წლის თებერვალში გაიმარჯვა, რომელიც თი-ბი-სი ჰოლდინგისა და ამერიკული "კონტი ინტერნეიშენალის" მიერ ერთობლივად დაფუძლებული კომპანიაა. ცოტა ხნის წინ კი ანაკლიის პორტის პროექტმა ვაშინგტონში გამართულ გლობალური ინფრასტრუქტურის ლიდერშიპის ფორუმზე წლის სტრატეგიული პროექტის ჯილდო მიიღო.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...