მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI: არჩევნებში მონაწილეთა 17% - ქართული ოცნება, 14% - ენმ, 6% -...

NDI: არჩევნებში მონაწილეთა 17% – ქართული ოცნება, 14% – ენმ, 6% – თავისუფალი დემოკრატები

Published on

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, იმ გამოკითხულთა 17%, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, პირველ არჩევნად ასახელებს ქართულ ოცნებას, ხოლო 14% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. თავისუფალ დემოკრატებს 6% მისცემდა ხმას, ლეიბორისტულ პარტიას – 3%, პატრიოტთა ალიანსს – 3%.მათი 36%, ვინც არჩევნებზე მისვლას აპირებს, პასუხობს, რომ არ იცის, ვის მისცემს ხმას. აღსანიშნავია, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 66% სავარაუდოდ მიიღებდა მონაწილეობას, 34% – სავარაუდოდ, არ მიიღებდა.კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი – 14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

სიახლეები

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა - სამეფო საზღვაო...

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...