მთავარისიახლეებისამართალიპროკურატურამ მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა

პროკურატურამ მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა

Published on

საქართველოს პროკურატურამ მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით. ბრალდება გულისმობს განზრახ მკვლელობას  დამამძიმებელ გარემოებაში. – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით,    ბრალის დადგენილებაში ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, რომან დუმბაძის მკვლელობა იმ მოტივით შეუკვეთა, რომ ის საქართველოს მოღალატე იყო.

 „ამ საქმით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს პროკურატურა რეალურად რუსულ დაკვეთებს ასრულებს და რუსეთიდან გადაგზავნილ მასალებზე დაყრდნობით აწარმოებს ძიებას“. – აცხადებს ველიჯანაშვილი

მისივე განმარტებით, მეგის ქარდავასთვის ბრალის წაყენების შემდეგ, მისი რომელიმე ქვეყანაში დაკავების შემთხვევაში, რუსეთს უჩნდება შესაძლებობა, მეგის ქარდავას ექსტრადირება მოითხოვოს.

ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური, რომან დუმბაძე 2012 წელს მოსკოვში მოკლეს. მაშინ რუსული მედია იუწყებოდა, რომ დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, დაჭრილი კი ადგილზევე გარდაიცვალა.


 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...