დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე სულ ხუთი საკითხი იყო განსახილველად გატანილი, საკრებულოს წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და კამათი ორი საკითხის განხილვას მოყვა, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პაატა ადამიას განმარტებით, მისთვის სრულიად გაუგებარია, რა საჭიროებას წარმოადგენს სამსახურის უფროსებს ყავდეთ მსუბუქი ავტომობილები, იმ დროს როცა საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა აუქციონზე გაიყიდა. დღეს აუქციონზე TOYOTA LENDCRUISER- -ის მარკის ავტომობილი გაიყიდა, რომლითაც ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე სარგებლობდა. მამუკა წოწერიას განმარტებით, ეს ტენდენცია მისასალმებელი ფაქტია. საკამათო საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, ზუგდიდში მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის გამართვას, რომლის ინიციატორი კულტურისა და ხელოვნების ცენტრია. ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით „კოლხი და…“ ცნობილი ლოტბარის პოლიკარპე ხუბულავას სახელობის იქნება. ფესტივალის ღირებულება 40 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც მერია დააფინანსებს. ღონისძიება 16 ივლისს, ანაკლიაში გაიმართება. ასევე ყველამ მხარი დაუჭირა ზუგდიდის #4 საჯარო სკოლისთვის ანდრია დადიანის სახელის მინიჭებას, აღნიშნულ საკითხებზე განმარტება გააკეთა, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა ადამიამ. მისი თქმით, საკრებულოს ოპოზიცია მხარს უჭერს ფოლკლორის ფესტივალის გამართვასა და #4 საჯარო სკოლისთვის ანდრია დადიანის სახელის მინიჭებას.
სიახლეები
საზოგადოება
საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად
26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...
საზოგადოება
კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...
სიახლეები
ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI
ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...
სიახლეები
მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...