მთავარიUncategorizedპირველადი ჯანდაცვის რგოლის 100-ზე მეტი ექიმისთვის განმუხურში კონფერენცია ჩატარდა

პირველადი ჯანდაცვის რგოლის 100-ზე მეტი ექიმისთვის განმუხურში კონფერენცია ჩატარდა [Video]

Published on

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის რიგით 35-ე რეგიონული კონფერენცია ჩატარდა განმუხურში, სადაც მონაწილეობა მიიღო სამეგრელოს  და რაჭა-ლეჩხუმის სტაციონარების და პირველადი ჯანდაცვის რგოლის 100-ზე მეტმა ექიმმა. კონფერენცია ორიენტირებულია პრაქტიკოს ექიმზე და მისი თემატიკაა: რესპირაციული ინფექციები, ასთმა და ალერგია, ფქოდ-ი, ქრონიკული ხველა, ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი, ფილტვის კიბო, თორაკალური ქირურგია, ტუბერკულოზი, არაინვაზიური დიაგნოსტიკა. კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ თბილისის უმაღლესი სამედიცინო დაწესებულებების და სამედიცინო ცენტრების პროფესორები და წამყვანი სპეციალისტები: თამაზ მაღლაკელიძე, კახა ვაჭარაძე, ვახტანგ ქაცარავა, დავით გიორგაძე, გია წივწივაძე, ზურაბ ზედგენიძე, მაკა რუხაძე, მალვინა ჯავახაძე, მაია ხერხეულიძე, ნანუკა ყავლაშვილი, ივანე ჩხაიძე.ასოციაცია  შეიქმნა 2004 წელს. მისი მიზანია რესპირაციული მედიცინის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. ასოციაციას დღეისათვის 1050-ზე მეტი წევრი ჰყავს, საქართველოს ყველა რეგიონში აქვს რეგიონული ორგანიზაცია, რეგულარულად უშვებს „საქართველოს რესპირაციულ ჟურნალს“, მის მიერ მომზადებულია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულია 10 ეროვნული გაიდლაინი სასუნთქი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის და მართვის შესახებ. ასოციაცია არის ევროპის რესპირაციულ საზოგადოებათა გაერთიანების (FERS-Forum of European Respiratory Society) წევრი. მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს რესპირაციულ ასოციაციას 2009 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიენიჭა პრემია.ასოციაცია რეგულარულად ატარებს საერთაშორისო კონგრესებს. დღეისათვის ჩატარებულია 6 კონგრესი, რომელშიც საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 35 ქვეყნის 5000-ზე მეტმა ექიმმა. ასოციაცია ასევე რეგულარულად, წელიწადში სამჯერ ატარებს რეგიონულ კონფერენციებს, დღეისათვის  ჩატარებულია 34 რეგიონული კონფერენცია საქართველოს ყველა რეგიონში. 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...