მთავარისიახლეებისაზოგადოება"თოლია" ნაყინში ნემსის აღმოჩენის ფაქტს გამორიცხავს

“თოლია” ნაყინში ნემსის აღმოჩენის ფაქტს გამორიცხავს

Published on

"თოლია" ნაყინში ნემსის აღმოჩენის ფაქტს გამორიცხავს. ნაყინის მწარმოებელი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ალექსანდრე ლომთაძე აცხადებს, რომ შეუძლებელია ნაყინში ნემსი ან სხვა რომელიმე ნივთი აღმოჩენილიყო. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პროდუქცია სანამ მომხმარებლამდე მივა, სხვადასხვა სახის შემოწმებას გადის.
 
"ჩვენს ქარხანაში ხარისხის კონტროლს უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ. საკუთარი ლაბორატორია გვაქვს, რომელშიც მიკრობიულოგიურ დონეზე მოწმდება ყოველი პარტია. უხეშად რომ ვთქვათ, შემოწმება 3 ეტაპს გადის და შეუძლებელია, გამორიცხულია, ნაყინში ნემსი აღმოჩენილიყო. ამავდროულად, სახელმწიფო სტუქტირებმა ახლახანს შეამოწმეს ჩვენი წარმოება და ყველაფერი დამაკმაყოფილებლად იყო" – აცხადებს ნაყინის მწარმოებელი კომპანია "თოლიას" მარკეტინგის მენეჯერი ალექსანდრე ლომთაძე.
 
ამასთან, ალექსანდრე ლომთაძე არ გამორიცხავს, რომ ეს ბოროტი ხუმრობა ან ვინმეს მიერ გამიზნულად იყოს გაკეთებული.
 
"ხომ ხვდებით, ძალიან მარტივი გასაკეთებელია, ნებისმიერ პროდუქციას ვიყიდი და ნებისმიერ ნივთს ჩავდებ. ძნელი სათქმელია, რას შეიძლება დავუკავშირო, მაგრამ, შესაძლოა, ვიფიქროთ ნებისმიერი ბავშვური ხუმრობიდან დაწყებული არაეთიკური და ბოროტი ზრახვებთ დამთავრებულ ქმედებებზე. ყველაფერს გამოვიკვლევთ, დასკვნას დავდებთ და პიროვენება, ვინც ეს გააკეთა, სათანადოდ დაისჯება. სხვათა შორის, გამოძიება უკვე დავიწყეთ",- აცხადებს ლომთაძე.
 
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში დღეს "თოლიას" ნაყინში საკერავი ნემსი აღმოაჩინეს. მომხმარებელმა ის გახსნისას იპოვა. მისი თქმით, გარეგანი დათვალიერებისას შეფუთვას არაფერი ეტყობოდა.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....