მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ერთ-ერთ ქუჩაზე ინფექციის შემთხვევა გამოვლინდა

ზუგდიდში ერთ-ერთ ქუჩაზე ინფექციის შემთხვევა გამოვლინდა

Published on

არასამათავრობო ორგანიზაცია „საუნჯემ“ გაავრცელა ინფორმაცია, სადც ნათქვამია, რომ ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე დაფიქსირდა მასიური მოწამვლის შემთხვევები. „დევნილთა სათემო ორანიზაციის წარმომადგენლისგან შემოგვივიდა შეტყობინება დევნილთა დასახლებაში ბავშვებისა და ხანდაზმული ადამიანების მოწამვლის შესახებ;

10:05 საათზე ინფექციურში გუშინდელმა მორიგე ექიმმა დაგვიდასტურა საღამოს დევნილთა დასახლებიდან შემოყვანილი პაციენტების სიხშირე (გუშინ 20-მდე, დღე დილიან 6 პაცინი);

10:20 საზოადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მოადგილემ განგვიარტა დაგეგმილი ღონისძიების შესახებ და დაგვიდასტურა ბრიგადის ადგილზე გასვა;

10:30 საათზე დევნილთა დასახლებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ატარებს მოკვლევას, ხოლო თერაპევტებმა მოინახულეს პაციენტები.

მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ინფექციის გავრცელების მიზეზი სასმელი წყალია.“- წერია „საუნჯეს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელი იაგო ფასანძე მედიასაც მიმართავს, რომ დაინტერესდნენ საკითხით, რასაც ჟურნალისტების მხრიდან მყისიერი რეაქცია მოჰყვა. საკითხის შესწავლის მიზნით „ოდიშის“ გადამღები ჯგუფი გასულია ადგილზე. ამ თემაზე სიუჟეტს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე კი ადევნეთ თვალი ჩვენს საიტს, სადაც უახლეს ინფორმაციები დაიდება www.odishinews.ge

სიახლეები

გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა

გალტ & თაგარტმა ქუთაისში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია „ეკონომიკური ტენდენციები საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში“ გამართა....

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...