ცოტა ხნის წინ ტელერადიკომპანია „ოდიში“ -ს დაცვის წევრს ლ. ქ. – ს თავს დაესხა სამი პიროვნება, რომლებმაც სიტყვიერთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაცვის წევრს. ინციდენტი დაახლოებით 21:25 მოხდა. როგორც თვითმხილველი ჰყვება, მას ხმაური მოესმა. ხმაურზე ტელეკომპანია ოდიშისკენ გაიხედა, სადაც ნახა, რომ სამი უცნობი პირი დაცვის წევრს ედავებოდა. დავასთან ერთად ერთ-ერთმა პირმა ობიექტის დაცვის წევრს ფიზიკურად გაუსწორდა.ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა ლ.ქ. -ს უთხრა, რომ "ახლა ჩვენი დრო მოვიდა" -ო. “სამნი იყვნენ და სამივე მთვრალი. ერთ-ერთი მაღალი იყო და მან დაარტყა ხელი. რომ დაარტყა, მეც მივირბინე, რადგან ახლობელი ბავშვია ჩემი. დარტყმის შემდეგ დაცვის წევრმა „რაციით“ დარეკვა სცადა, რასაც ხელს უშლიდნენ თავდამსხმელები. ორმა დაარტყა ხელი, ხოლო მესამე თავდამსხმელი უყვიროდა – დაანებეთ თავი, წამოდითო“. მომხდარიდან ცოტა ხანში შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მოვიდა. ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ერთი პირი იქნა დაკავებული, ხოლო ორმა პირმა გაქცევა და მიმალვა მოახერხა. დაზარალებულმა ლ. ქ. – მ ამოიცნო თავდამსხმელი და პოლიციას განუცხადა, რომ "მან იძალადა მასზე". მოგვიანებით პოლიციამ დაკავებული და დაშავებული დაკითხვის მიზნით ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანა.
თავდასხმა ტელეკომპანია “ოდიში”-ს დაცვის წევრზე
სიახლეები
საზოგადოება
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...
საზოგადოება
კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს
კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...
სიახლეები
მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...
სიახლეები
მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე
ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...