მთავარისიახლეებიეკონომიკაჩაის მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანია სამეგრელოში ჩაის პოტენციალს სწავლობს

ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანია სამეგრელოში ჩაის პოტენციალს სწავლობს

Published on

ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანიის „იუნანისდანხუნჯგუფის“ წარმომადგენლები სამეგრელოში რეგიონის გუბერნატორთან ერთად ჩაის პლანტაციებს ათვალიერებენ და მის პოტენციალს სწავლობენ. კომპანია ინვესტიციების ჩადებას სამეგრელოსა და აჭარაში გეგმვს. სამეგრელოში ჩაის კულტურის აღდგენა წალენჯიხის, ზუგდიდი, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის და მარტვილის მუნიციპალიტეტბში იგეგმება.

კომპანიის პრეზიდენტის, ვანტიანჩიუანის განცხადებით რეგიონში ინვესტიციების ჩადებას ჩაის თანამედროვე ქარხნის მშენებლობაში გეგმავენ. „იუნანისდანხუნჯგუფი“ არსებული ჩაის პლანტაცციების აღდგენას და ახალი ჯიშების შემოტანას გეგმავს.

„ადგილი სადაც ახლა ვიმყოფებით ჩაის აღორძინება დაიწყება, ჩვენ ამ ადგილას ვაპირებთ საუკეთესო ჩაის მოყვანას, სადაც ჩამოვლენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და გაეცნობიან ჩვენს საუკეთესო ჩაის სახეობებს, ეს ჩვენი და ქართველების საერთო იდეა და ოცნებაა. მე პირადად კმაყოფილი ვარ დღევანდელი დათვალიერებით, აქ ყველა რესურსია, რომ საუკეთსო ჩაი მოვიყვანოთ, ჩვენ ამ რეგიონში დავნერგავთ ყველა იმ  ტექნოლგიას რაც გვაქვს, ასევე ვაპირებთ ჩაის ახალი, ჯიშების ჩამოტანას“ – განაცხადა „იუნანისდანხუნჯგუფის“პრეზიდენტმა ვან ტიანჩიუანმა წალენჯიხაში ჩის პლანტაციების დათვალიერების შემდეგ.

ჩინურ დელეგციას მეგზურობას სამეგრელო-ზემო სვანეტის გუბერნატორი ლევან შონია უწევს, მასთან ერთად იმყოფებიან რეგიონის გამგებლები და ჩაის ადგილობრივი სპეციალისტები.

„ეს არის რეგიონის ახალი შესაძლებლობა, კომპანია ჩაის გაშენებას 1200 ჰექტარამდე გეგმავს, პროექტის განხორცილეების შემდეგ საერთო ჯამში 9 ათასამდე ადგილობრივი დასაქმდება. მათ მოსწონთ ჩვენი რეგიონი და ის შესაძლებლობები რაც ჩვენ გვქვს ჩაის კულტურის აღორძინებისთვის. ეს ჯგუფი წარმოადგენს მსოფლიოში ცნობისლ კომპანიას, რომელიც 92 სახეობის ჩაის აწარმოებს“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

ჩინელების ჯგუფი უკვე შეხვდა ვიცე პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...