მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ მუშაობდა ,,პრომეთე'' ოფშორულ ზონებში

როგორ მუშაობდა ,,პრომეთე” ოფშორულ ზონებში

Published on

ნიუ იორკი. 6 აპრილი . ,,ნიუ იორკ თაიმსი’’ ჟურნალისტური გამოძიების კონსორციუმისაგან (ICIJ) დამოუკიდებლად აწარმოებს გამოძიებას ოფშორული ზონების თემაზე – განაცხადა გუშინ გამოცემის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ მეთ პარდიმ – კონსორციუმს არ მოუმართავს ჩვენთვის ამ მასალების გამოქვეყნების თხოვნით –   ჩვენ დამოუკიდებლად და პერმანენტულად ვწერთ ასეთ მნიშვნელოვან თემებზე და ასეც მოვიქცევით  შემდგომში. მეთ პარდის  შეფასებით პანამის დოკუმენტები იმაზე გაცილებით მეტ ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე გამოქვეყნებულია და შესწავლილი მისი და მისი კოლეგების მიერ.

იგი ამბობს, რომ პირველწყარო, რომელმაც მოიპოვა პანამის იურიდიული ფირმის ,,მოსაკ ფონსესასთვის’’  მოპარული დოკუმენტები, ერთი წლის წინათ გამოვიდა მიუნჰენის გაზეთ  Süddeutsche Zeitung – ის  თანამშრომლებთან კავშირზე. მიღებულ დოკუმეტებსა და მათ ასლებს თითქმის ორი თვის მანძილზე სწავლობდა ჟურნალისტების ხუთი ჯგუფი  . ,,ეს ძალიან დიდი სამუშაო იყო. ხშირად სრულიად უდროო დროსაც კი, ღამის ორ, ოთხ საათზე გვიხდებოდა ერთმანეთთან დაკავშირება და გზავნილების გაცვლა’’ – მოჰყავს  ,,ნიუ იორკ თაიმსს’’ გერმანული გამოცემის თანამშრომლის ფრედერიკა ობერმაიერის სიტყვები.

დადგა დრო, როცა გერმანელები ვეღარ აუვიდნენ საქმეს და მაშინ დახმარებისთვის ჟურნალისტური გამოძიების კონსორციუმს მიმართეს. კონსორციუმმა თავის თავზე აიღო შემდგომი მუშაობის ორგანიზება და საქმეში ჩართო 400 ჟურნალისტი 80 ქვეყნის მასობრივი ინფორმაციის  საშუალებების  100 ქვედანაყოფიდან.

როგორც ნიუ იორკ თაიმსისათვის გახდა ცნობილი, ჟურნალისტთა ამ არაერთგვაროვან,  ჭრელ გუნდს კოდური სახელწოდებით ,,პრომეთე“ , მოუხდა გამოძიების პროცესისა და შესწავლილი დოკუმენტების გამოქვეყნების დროის კოორდინირება. ამ მიზნით შარშან ივლისში საიდუმლო შეხვედრები გაიმართა  ჯერ ვაშინგტონში, ხოლო შემდეგ მიუნჰენში, ლონდონსა და ნორვეგიის ქალაქ ლილეჰამერში.   ,,ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ მსოფლიოში მოხდეს რაღაც იმდენად მნიშვნელოვანი და საბედისწერო, რომ ჟურნალისტებმა თავი ვეღარ შეიკავონ და ერთბაშად გამოყარონ მათ ხელთ არსებული ნედლი ინფორმაცია ‘’ – განმარტავს ICIJ- ის დირექტორი ჯერალდ რაილი.

ინფორმაციის გაჟონვის თავიდან აცილებისათვის   ,,პრომეთეს“ წევრებმა შექმნეს რიგი, მათ შორის ონლაინ – ფორუმზე საგამოძიებო მასალების გაცვლისა და  მიმოწერის  გატეხვის მცდელობისაგან დამცავი  ინსტრუმენტი. ასევე აამოქმედეს საძიებო პროგრამა Blacklight, რომელიც იძლევა საჭირო სახელების, წყაროებისა და ქვეყნების მიზნობრივი ძიების შესაძლებლობას. საურთიერთობო ენად ინგლისური შეირჩა.

შეგახსენებთ, კონსორციუმმა ICIJ, რომელიც ბაზირებულია ვაშინგტონში, კვირას გამოაქვეყნა ფრაგმენტები 11,5 მილიონი დოკუმენტიდან, რომელიც შეიცავს რიგი მოქმედი  და ყოფილი მსოფლიო ლიდერის   ოფშორულ ანგარიშებზე.  არქივი სრულად არ გამოქვეყნებულა. ,,ჩვენ არ გაგვიხსნია პრესისთვის მონაცემების მთელი ბაზა და არც ვაპირებთ ამას’’ – აცხადებდა ადრე რაილი, მაგრამ  როგორც შემდგომ ვნახეთ, ,,გაჟონილ“ მონაცემთა ბაზაში გახსნილია ინფორმაცია 50 – ზე მეტი ქვეყნის 140 პოლიტიკოსის, აგრეთვე ბიზნესის, კუტურისა და სპორტის თვალსაჩინო მოღვაწეების ანგარიშებზე ოფშორულ ზონებში. 

სიახლეები

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...