მთავარისიახლეებიპოლიტიკავიცე-მერი გია გულორდავა ნუგზარ წიკლაურისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ვიცე-მერი გია გულორდავა ნუგზარ წიკლაურისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

Published on

ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერი, გია გულორდავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ ნუგზარ წიკლაურისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს თავად მიცე მერმა მედიისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. გია გულორდავა მზადაა გამოთქმული ბრალდებების გამო სამართალდამცავებთანაც ითანამშრომლოს იმ მოტივით, რომ დადგინდეს სიმართლე.

„მოგმართვთ, რომ საკითხის შესწავლის მიზნით პირადად ჩამოხვიდეთ ზუგდიდში, რათა გაარკვიოთ სიმართლე და როცა მას დაადგენთ, ბოდიში მომიხადეთ პარლამენტის ტრიბუნიდან. შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა ღირსეული საქციელია და ვაჟკაცთა ხვედრია. მე არ ვიცი თქვენი დღევანდელი მორალური თუ ზნეობრივი მდგომარეობა მოგცემთ თუ არა ამის საშუალებას. მე ვიცი, რომ მეგობრები და ახლობლები ბოცოს გეძახიან. თუ ისევ ის ძველი ბოცო ხართ და არა ნაბოცვარი, მაშინ ალბათ თქვენი ღირსების შესაბამისად მოიქცევით. მეარვიმუქრები. უბრალოდ, ყველას უნდა გვახსოვდეს, უნდა ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ ისე, რომ არ გვეშინოდეს, ვინმე სადმე არ გადაგვეყაროს და შესაბამისი პასუხი არ მივიღოთ ჩადენილი ქმედებებისათვის,“ – განაცხადა ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერმა გია გულორდავამ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

გულორდავა ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მიმართა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. ვიცე მერის განმარტებით, მან კომიტეტისგან მიიღო პასუხი, რომ ეს არ იყო მათი კომპეტენცია და ისინი ვერ მიუთითებდნენ პარლამენტარს მის ქმედებაზე.

„კომიტეტისგან მივიღე პასუხი, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის და ვერ მიუთითებენ პარლამენტარს მსგავსი ქმედებების გამო. მათ მირჩიეს, რომ სასამართლოსთვის მიმემართა“- განაცხადა გია გულორდავამ. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვას არ აპირებს.

საქართველოს პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ წიკლაურმა 16 მარტს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზუგდიდში, ტროტუარებზე ფილების დამგები კომპანიის გამოვლენაში აქტიურ მონაწილეობას ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა იღებდა. დეპუტატის ინფორმაციით, ვიცე-მერმა მუშებს საკუთარ სახლშიც დააგებინე ფილები.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...