მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისში ნატოს კვირეული გაიხსნა

თბილისში ნატოს კვირეული გაიხსნა

Published on

თბილისში  მიმდინარეობს ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი, რომელიც პირველი ასეთი ფორუმია საქართველოში. მასზე დასასაწრებად  ბრიუსელიდან  საგანგებოდ ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე  

"უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული ახალი გამოწვევები პასუხებს მოითხოვს და სწორედ ამ საკითხებს დაეთმობა დღევანდელი ფორუმი. სახალხო დიპლომატიის ფორუმი, სწორედ ის ფორმატია, რომელიც იძლევა ახალი გამოწვევებისა და სტრატეგიების განხილვის, ერთმანეთისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და შედეგების შეჯამების შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ. თბილისის ფორუმი კიდევ უფრო ხელს შეუწყობს სახალხო დიპლომატიის ექსპერტთა ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიებისა და მიდგომების შემუშავებას, – განაცხადა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.  – ჩვენი სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას. დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისგან და პარტნიორებისგან  მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ, მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, ამიტომაც იქცა სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად.''

ნატოს კვირეული 19 აპრილამდე გაგრძელდება. თბილსსა და რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...