მთავარისიახლეებიეკონომიკასენაკში გამართულ საპროტესტო აქციას ენერგეტიკის სამინისტრო საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა

სენაკში გამართულ საპროტესტო აქციას ენერგეტიკის სამინისტრო საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა

Published on

დღეს სენაკში გაზის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას ენერგეტიკის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურნენ. მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ  განმარტა, რომ კომპანიამ ტარიფი თვითნებურად გაზარდა, რის გამოც საჯარიმო სანქციებს დააკისრებენ.

“ამ კომპანიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები ენერგეტიკის სამინისტროსთან, ბუნებრივი გაზის ტარიფების შემცირებაზე, რომელიც მოხდა 2013 წელს და ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევით, მოსახლეობაზე ტარიფების ზრდას, ჩვენ არ მივესალმებით და მივიღებთ ზომებს, რომელიც ამ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და მასზე მოხდება ფინანსური სანქციების დარიცხვა,“ – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს სენაკის მოსახლეობამ გააპროტესტა ბუნებრივი აირის ტარიფის მოულოდნელი გაძვირება 12 თეთრით. 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....