მთავარისიახლეებიპოლიტიკაგამოღვიძება – ეროვნული ფორუმი კოალიციას ტოვებს.

გამოღვიძება – ეროვნული ფორუმი კოალიციას ტოვებს.

Published on

დღეს გაიმართა ეროვნული ფორუმის ყრილობა, რომელზედაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დატოვონ კოალიცია და დამოუკიდებლად გავიდნენ არჩევნებზე იმ მოტივით, რომ,  როგორც ყრილობაზე ითქვა, მან უკვე  ამოწურა თავისი ფუნქცია. ორივე საკითხი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გადაწყდა.

გადასაწყვეტი რჩება, დატოვებს თუ არა ფორუმი კოალიციას ხვალვე  – თუ ასე მოხდა, ,,ყველამ ვისაც დაკავებული აქვს ესა თუ ის პოზიცია უმრავლესობის ფორმატში დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს იგი. მე პირადად მზად ვარ ამისთვის – განაცხადა   ფრაქცია ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის წევრმაგუბაზ სანიკიძემ, რომელსაც  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უჭირავს.

საბოლოო განცხადება საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლის საკითხზე გაკეთდება სპეციალურ ბტიფინგზე, რომელიც ხვალ არის დანიშნული. ბრიფინგზევე ფაეცემა პაუხი კითხვას გადადის თუ არა "ეროვნული ფორუმი" "ქართული ოცნების" ოპოზიციაში და მასთან ოპონირების რეჟიმში,


 

 

 

 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...