მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ოდიში 1919“ გენერალური მენეჯერი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს

„ოდიში 1919“ გენერალური მენეჯერი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და  საფეხბურთო გუნდ "ოდიში 1919" -ის გენერალური მენეჯერი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო მისი შტატი კი გააუქმეს. ამის შესახებ განცხადება თავად მალხაზ ჭეჟიამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური ბრძანება ჯერ არ მიუღია, თუმცა გუშინ, 31 მარტს ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ სიტყვიერად აცნობა. მალხაზ ჭეჟიას განცხადებით, მისთვის გაუგებარია მენეჯერის გათავისუფელება, მაშინ როცა გუნდი წარმატებით მოღვაწეობს პირველ ლიგაში და ჩატარებული 8 თამაშიდან 6 მოგება აქვს. გაკეთებულ განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა მალხაზ ჭეჟიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიას შორის.

გუნდის გენერალური მენეჯერობიდან გათავისუფლების მიზეზებზე მალხაზ ჭეჟია არ საუბრობს, რადგან, მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია ამის შესახებ, თუმცა ლაპარაკობს გავრცელებულ ხმებზე.

მალხაზ ჭეჟიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, გუნდის წინსვლა დასრულებულია, რადგან ფეხბურთელებს მოტივაცია აღარ ექნებათ.

ხმაურიანი სხდომის დასასრულს გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გააკეთა. ლაშა გოგიას განცხადებით, გუნდი ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას წარმატების მისაღწევად.

რაც შეეხება შტატის გაუქმებას, ლაშა გოგიას განცხადებით, კომპეტენციის ფარგლებიდან გამომდინარე მან ამის შესახებ არაფერი იცის.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....