მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ -ს მოხსენებას საკრებულოს დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა

ენმ -ს მოხსენებას საკრებულოს დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა

Published on

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მოხსენება წარადგინა. ანა წითლიძის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანების პრობლემა ყურადღების გარეშე დატოვა. დეპუტატმა ასევე ქალაქის ტერიტორიაზე ტროტუარებზე ქვაფენილების დამგები მუშების სახელფასო დავალიანების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  საკითხი ამ დრომდე გადაუჭრელია. ანა წითლიძის მოხსენებაში მოხვდა ასევე ნგრევის პირას მყოფი  ზუგდიდის თეატრი. მისი თქმით, არაერთი დაპირების მიუხედავად პრობლემა მოუგვარებელია. აღნიშნული მოხსენების წარდგენას უმცირესობის დეპუტატსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის კამათი მოჰყვა. მერაბ ქვარაიამ ანა წითლიძის მიერ გამოთქმული შენიშვნები არ გაიზიარა და ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელი საკითხის პოლიტიკურ მანიპულირებაში დაადანაშაულა. პასუხად ანა წითლიძემ მერაბ ქვარაია პოპულისტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.

სხდომის დასასრულს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მერაბ ქვარაიას განცხადებით, კრიტიკა მისაღებია, თუმცა ის რეალური უნდა იყოს.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გარდა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის მოხსენებისა, დეპუტატებმა სხვა საკითხებზეც იმსჯელეს.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....