მთავარისიახლეებიეკონომიკაშპს "ბლექ სი რივერა" განმუხურში 10 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს

შპს “ბლექ სი რივერა” განმუხურში 10 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს

Published on

„შპს „ბლექ სი რივერა“ სოფელ განმუხურში მინიმუმ 120  ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ პირობებიან ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა. უძრავი ქონება 33951 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო მიწას და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს მოიცავს, ხოლო მისი საწყისი საბაზრო ღირებულება 2 263 500 ლარად იყო განსაზღვრული.“ – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

„საინვესტიციო პროექტის მიხედვით „ბლექსსირივერა“ სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე მოაწყობს ღია და დახურული საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს და ჩოგბურთის კორტებს. ობიექტი ასევე უზრუნველყოფილი იქნება პარკინგით და კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზოთი. პროექტის განხორციელება მაქსიმუმ 60 თვის ვადაში მოხდება. მისი საინვესტიციო ღირებულება მინიმუმ ათ მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონში რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს შექმნის. პროექტი ასევე მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.“- აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...