მთავარისიახლეებიპოლიტიკა„კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რატომ შეეშინდა უმრავლესობას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის...

„კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რატომ შეეშინდა უმრავლესობას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენისა გუშინ” – ნაციონალურ მოძრაობაში კეთდება განცხადებები მორიგ კიბერტერორიტულ შემოტევასთან დაკავშირებით

Published on

პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობაში განცხადებები გაკეთდა.ნაციონალურ მოძრაობაში მოქმედი ხელისუფლებისა და უსაფრთხოების სამსახურის უმოქმედობაზე საუბრობენ.

„კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, თუ რატომ შეეშინდა უმრავლესობას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განხილვის ჩატარება გუშინ”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

“ როგორ შეიძლება რომ სამართალდამცავ ორგანოებმა ვერ მიაკვლიონ ვერანაირ კვალს, როცა  ასობით ადამიანს მისდის ასეთი მესიჯები.  ჩვენ ზღაპარში არ ვხოვრობთ. ეს სრული აბსურდია. ხელისუფლებას რამდენიმე საათი აქვს, რომ პასუხი გვითხრას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ამაში თანამონაწილე არის ხელისუფლება თავისი პოლიციური სამართალდამცავი ორგანოებით, პოლიტიკური პოლიციით, რომელიც თავიდან ბოლომდეა ჩართული ამ პროცესში” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, სუსის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის ანგარიშის სააპარლამენტო მოსმენა ვერ შედგა კვორუმის არქონის გამო, რაც, როგორც საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, ხელოვნურად მოხდ.. პარლამენტში ჩაშლილი სხდომის შემდეგ გომელაურმა განაცხადა რომ იგი ვერ დაესწრება უსაფრთხოების საკითხების  განხილვას, რომელიც პარასკევამდე გადაიდო.     ,,ჩამოვედი თბუილისიდან იმისათვის, რომ გამეცა კითხვებზე პასუხი და წარმედგინა ჩემი ანგარიში პარლამენტის დეპუტატებისათვის. პარასკევს მე ვერ ჩამოვალ'' – განაცხადა მან.  სუს –  ის ანგარიშის მოსმენა პარასკევს გომელაურის გარეშე მოხდება. ამასობაში კი ინტერნეტსივრცეში კიბერშეანტაჟის ახალი ტალღა დაიძრა

 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...