მთავარისიახლეებიეკონომიკაგანმუხურში გაყიდული ტერიტორიის მფლობელი კომპანია „ბლექ სი რივიერია“

განმუხურში გაყიდული ტერიტორიის მფლობელი კომპანია „ბლექ სი რივიერია“

Published on

სოფელ განმუხურში გუშინ ელექტრონული აუქციონის შედეგად გასხვისებული ტერიტორიის და მასზე განთავსებული შენობების მფლობელი კომპანია „ბლექ სი რივიერია“. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ინტერნეტ გამოცემა „თაიმერმა“ გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიაში კომპანია 2 266 500 ლარს გადაიხდის და ამისთვის მას 30 კალენდარული დღე აქვს. გაყიდული ტერიტორიის მთლიანი მოცულობა კი 33 951 00 კვ. მეტრია.

პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე 36 თვეში სასტუმრო ააშენოს, რომელსაც ღია და დახურული აუზები, სპორტული მოედნები, ჩოგბურთის კორტები და კეთილმოწყობილი ეზო ექნება.

„ბლექ სი რივიერა“ საქართველოში 2016 წლის 4 მარტს დაფუძნდა და ის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან აფილირებულ „ოლდ სითი დეველოპმენტს“ ეკუთვნის. კომპანია პანამაში რეგისტრირებულ Frankston International -ის საკუთრებაშია. ამასთან, ცნობილია, რომ „ოლდ სითი დსეველოპმენტი“ -ს მეშვეობით იგეგმება „პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელება.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...