მთავარისიახლეებიუკრაინაოდესაში აპროტესტებენ დავით საყვარელიძის დათხოვნას და მის ადგილზე ,,ახალი...

ოდესაში აპროტესტებენ დავით საყვარელიძის დათხოვნას და მის ადგილზე ,,ახალი ძველი” პროკურორის დანიშვნას

Published on

ოდესაში საოლქო პროკურატურის შენობასთან მეორე დღეა მიმდინარეობს უვადო საპროტესტო აქცია, რომელიც გუშინ დაიწყო.  აქციის მონაწილეები აპროტესტებენ  პროკურატურაში განხორციელებულ  საკადრო ცვლილებებს, მატ შორის დავით საყვარელიძის დათხოვნას   და  ნიკოლაი სტოიანოვის დანიშვნას ოლქის პროკურატორის პოსტზე. აქციის ადგილზე დილიდან მოიტანეს კარვები, საბურავები და გენერატორები. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ უკრაინის რადის თანხმობით გადაყენებული ყოფილი პროკურორის  შოკინის კადრების მოკალათებას საპასუხისმგებლო პოსტებზე და არ დაიშლებიან, სანამ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება და არ განხორციელდება რეალური რეფორმებზე მიმართული ჯანსაღი საკადრო ცვლილებები.

აქტივისტებმა დილიდან ჩახერგეს პროკურატურის შენობაში შესასვლელი და აცხადებენ, რომ არ შეუშვებენ ახლად დანიშნულ კორუმპირებულ პროკურორს.  იქვე მდგარ ხეზე ჩამოკიდებულია  სტოიანოვის ფიტული წარწერით ,,სახალხო ლუსტრაცია".  პროკურატურასთან მიმართულ აქციას სულ უფრო მეტი ოდესელი მოქალაქე უერთდება, ისინი აცხადებენ, რომ სტოიანოვი კომპრომენტირებულია თავისი კორუფციული ქმედებებით და პოლიტიკური ანგაჟირებულობით. აქციის ლოზუნგი – არ დავუშვათ მარკოვის დამქაშის სტოიანოვის გაჯეჯილება პროკურატურაში'' აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელებში – აქციის ერთერთი აქტივისტი, ცნობილი ოდესელი მხატვარი ალექსანდრ როიტბურდი, რომელიც ორგანიზატორია,  თავის ფეისბუქ გვერდზე ირონიულ კომენტარებს ურთავს ოდესაში და მთელ ქვეყანაში მიმდინარე ცხელ ამბებს  – ,,აი, ამხანაგო ფელიქს მეშბეინ, რას გვკარნახობს  საქმე: დავითის ნაცვლად   კოლია სტოიანოვი დაინიშნა, ახლა მიხოს ნაცვლად იქნებ  მარადონაც ( იგორ მარკოვი)    დანიშნონ,  რაც    ფრიად ლოგიკურია, მაგრამ მაშინ  პოროშენკოს ნაცვლად პირდაპირ იანუკოვიჩი  უნდა დაინიშნოს,  იანუკოვიჩი, რამე რომ იყოს,  მარკოვს მაინც მოსვამს ადგილზე, თუმცა  ალბათ  მარადონას კი არა მაინც გონჩარენკოს დანიშნავენ – უფრო  ახალგაზრდაა, ნიჭიერი და ერთობ მომგებიანად გამოირცევა მარადონასგან იმით, რომ  სწრაფად ისწავლა სწორება უკრაინის დროშაზე. მასზე  დიდხანს შეუძლია ძალდაუტანებელ პოზაში იდგეს უკრაინის დროშის ქვეშ , და თუ დასჭირდა,  უკრაინის ჰიმნსაც  მასზე უკეთააყოლოს ხმა .''

ცნობისათვის, ამ დღეებში უკრაინის პრეზიდენტმა რადას თანხმობით გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადააყენა კორუფციასა და მომხვეჭელობაში მხილებული   შოკინი, რომელმაც თავის მხრივ გადადგომამდე  რამდენიმე საათით ადრე თანამდებობიდან დაითხოვა დავით საყვარელიძე, რომელიც მისი პირველი მოადგილე და ამავე დროს  ოდესის ოლქის პროკურორიც იყო.  ამ პოსტზე ოდესაში მის ნაცვლად დაინიშნა  ნიკოლაი სტოიანოვი, რომელიც ოდესის პროკურორი იყო 2014 წლამდე, მაგრამ გადაყენებულ იქნა როგორც არაერთგზის მხილებული კორუმპირებულობაში. ოდესაში თვლიან, რომ სტოიანოვი შოკინის კაცია, ხოლო ორივე ერთად იგორ მარკოვისა, რომელიც მათ აქტიურად ლობირებს. მედია წერს, რომ სწორედ სტოიანოვმა დახურა 2010 წელს თავისი პროკურორობის დროს  პარტია ,,როდინას" ლიდერის იგორ მარკოვის საქმე , რომელიც შემდგომში ხელახლა აღიძრა უკრაინის გენერალური პროკურორის მიერ.  

Скопировано с сайта http://odessa-life.od.ua

 

 http://odessa-life.od.ua.

 

Скопировано с сайта http://odessa-life.od.ua

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...