მთავარისიახლეებიპოლიტიკარესპუბლიკელები არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ'' ითხოვა დრო, რომ ...

რესპუბლიკელები არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ” ითხოვა დრო, რომ მომზადებულიყო ახალი პოლიტიკური რეალობისთვის

Published on

 ცოტა ხნის წინ რესპუბლიკელების   ლიდერებმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს განცხადება, რომ რესპუბლიკელები არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა ამ ეტაპზე კოალიციაში რჩებიან და ინარჩუნებენ მინისტრების პოსტებს. 

მათი  განმარტებით, ეს გადაწყვეტიელება არ ნიშნავს დაუყოვნებლივ გასვლას კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან"  , საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და ადგილებზე საკრებულოების უმრავლესობიდან. მათი თქმით, ეს საკითხები ეტაპობრივად გადაწყდება. 

"ეს დამოკიდებული იქნება შემდეგ ფაქტორებზე – სამთავრობო თანამდებობს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერმინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ვიდეო შანტაჟისტების ან ანტი ნატოელების ულტიმატუმების ფონზე," – განაცხადა  პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.

პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ  შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება იმაზეც, რამდენად შეძლებს პარტია ,,ქართული ოცნება'' დაანონსებულ განახლებას.

" ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად ვერ იქნება შესაძლებელი, თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი კვლავ იქნება თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებები," – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.  თუმცა ვეცდებით , რომ  ჩვენი ნაბიჯებით არ გაჩნდეს შეკითხვები ქვეყნის სტაბილურობასა და ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით''.

 მინისტრები რესპუბლიკელთა პარტიიდან მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული საპარლამენტო პროგრამის შესრულებას, მაგრამ   პარლამენტში იქნება  პირიქით, ფრაქცია ,,რესპუბლიკელები'' იხელმძღვანელებენ პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით, გარდა გარკვეული საკითხებისა, რომლებიც შესაძლოა, წინასწარ შეთანხმდეს უმრავლესობის რეჟიმში.

ბრიფინგზე აღინისნა, რომ  ეს გადაწყვეტილება პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა 27 მარტს მიიღო, თუმცა დღემდე გასაჯაროება შეყოვნდა პრემიერ მინისტრის თხოვნით – კოალიციას ჭირდებოდა დრო , რომ  მომზადებულიყო ახალი პოლიტიკური რეალობისთვის. 

ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც ამავე დროს  რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერია, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხვდება.  კომენტარები მხოლოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება,  მაგრამ   საუბარი მტკიცე ვარაუდით ეხება რესპუბლიკური პარტიის განაცხადებას და ახალ პოლიტიკურ რეალიებს. 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...