მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მონაწილეებმა საპროტესტო აქცია გამართეს (VIDEO)

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მონაწილეებმა საპროტესტო აქცია გამართეს (VIDEO)

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მონაწილეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილთა თქმით, თბილისიდან სპეციალური კომისიაა ჩამოსული, რომლებიც ხელახალ რეგისტრაციას აწარმოებენ. ასევე, მათი თქმით, წელიწადში რამდენჯერმე უწევთ შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება რათა ფინანსური დახმარება მიიღონ. აქციის მონაწილეებთან მივიდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ზაზა მესხი. მისი თქმით, კომისიის მიზანი შეკრებილი ადამიანებისთვიწს სტატუსის მინიჭებაა, ხოლო სტატუსის მინიჭების შემდეგ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მათზე დახმარება გაიცემა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვი, რომ ყველა მსგავსი ადამიანის საქმე განხილული იქნეს და მაქსიმალურად იქნას დაკმაყოფილებული. ხოლო რაც შეეხება აქციის მიმდინარეობას, ამ პერიოდის განმავლობაში მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი

სიახლეები

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...