მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში გაემგზავრა – პრეზიდენტის რევანში ყოფილ პრემიერებზე

გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში გაემგზავრა – პრეზიდენტის რევანში ყოფილ პრემიერებზე

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  აშშ–ში გაემგზავრა. იგი სიტყვით გამოვა ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტზე, რომელიც ხვალ და ზეგ გაიმართება ვაშინგტონში.   

სიტყვით გამოვა იგი აგრეთვე ვახშამზე, რომელიც ბარაქ ობამას სახელით გაიმართება. 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები  აშშ სენატორებსა და კონგრესმენებთან, უნგრეთის პრეზიდენტთან იანოშ ადერთან, პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან და ევროსაბჭოს თავმჯდომარესთან დონალდ ტუსკთან.  

გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტშიც. 

სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტის აშშ – ში ვიზიტის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისათვის და, განსაკუთრებით, პრეზიდენტის ინსტიტუტის შერყეული პოზიციების აღდგენისათვის.  ამ კონტექსტში სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილის  მიერ ეს ფასდება როგორც ერთგვარი რევანში ჩრდილოვანი მმართველისა და  მთავრობის სამწლიანი მცდელობისათვის  შეესუსტებინათ პრეზიდენტის როლი და ზეგავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

,,რამხელა ბედნიერება აწერია სახეზე : შესაძლებლობა ეძლევა ობამას გადასცეს ჩურჩხელა ღარიბაშვილისაგან'' – ასეთ ირონიულ კომენტარს ურთავს ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ფოტოს, რომელიც    ვაშინგტონში გამგზავრების წინ არის გადაღებული 

 

 

 

 

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...