მთავარისიახლეებისაზოგადოება„ზვიად გამსახურდია - გზა თავისუფლებისკენ“ - ფილმის პრემიერა ზუგდიდში

„ზვიად გამსახურდია – გზა თავისუფლებისკენ“ – ფილმის პრემიერა ზუგდიდში

Published on

„ზვიად გამსახურდია – გზა თავისუფლებისკენ“ – ასე ეწოდება ჟურნალისტ ირაკლი შონიას დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრემიერა დღეს ზუგდიდში, კინოთეატრ ატრიუმში შედგა. ფილმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებს ეძღვნება და მთლიანად დოკუმენტურ მასალებზეა აგებული. ფილმი ასევე მოიცავს ზვიად გამსახურდიას დევნილობის პერიოდს და მის გადაადგილებებს 15 სოფელში. ავტორის განცხადებით, დოკუმენტურ ფილმში გამოყენებულია როგორც ინტერნეტიდან მოძიებული, ასევე მათ მიერ შარშან  ზაფხულში გადაღებული კადრები. ირაკლი შონიას თქმით, ფილმის მონტაჟი დაახლოებით 6 თვე მიმდინარეობდა.

გადამღებ ჯგუფთან ერთად დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. მადონა მაქაცარიას განცხადებით, ფილმი უაღრესად მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის.

ზუგდიდამდე დოკუმენტური ფილმის პრემიერა თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში შედგა.

სიახლეები

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...