მთავარისიახლეებისაზოგადოება„ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის“ ფარგლებში აკაკი კოროშინაძემ ჰოლანდიური ჯიშის კარტოფილი 2 ჰექტარ...

„ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის“ ფარგლებში აკაკი კოროშინაძემ ჰოლანდიური ჯიშის კარტოფილი 2 ჰექტარ მიწის ფართობზე დათესა.

Published on

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ხელაძე რეგიონებში ყოფილ პატიმართა ბიზნესგრანტების კონკურსში გამარჯვებულ ბენეფიციარებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, ირაკლი ხელაძე სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა, სადაც 6-მა ყოფილმა პატიმარმა საკუთარი ბიზნესსაქმიანობა დაიწყო. ერთ-ერთი მათგანია აკაკი კოროშინაძე, რომელმაც ზუგდიდის რაიონის სოფელ ორულუში იჯარით აღებულ 2 ჰექტარ მიწის ფართობზე ჰოლადიური ჯიშის კარტოფილი დათესა. აკაკი კოროშინაძე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარია, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტი – „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა" – მეოთხე წელია წარმატებით მიმდინარეობს. მსგავსი წარმატებული ისტორიების გათვალისწინებით საგრანტო კონკურსის თანხა ყოველწლიურად იზრდება და უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი ბიზნესიდეის განხორციელება.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარების ბიზნესინიციატივები სამი მიმართულებით იყოფა: სოფლის მეურნეობა, წარმოება და მომსახურება. უახლოეს ხანში, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტები კიდევ 149 ათასი ლარით დაფინანსდება. 100 ათასი ლარი აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ ყოფილ პატიმრებზე განაწილდება, 49 ათასი კი დასავლეთ საქართველოში. ინდივიდუალური ბიზნესინიციატივები 500-დან 5 ათასი ლარის ოდენობით ფინანსდება. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამა მიმდინარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...