მთავარისიახლეებისაზოგადოება4 აპრილს პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

4 აპრილს პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

Published on

პირველკლასელთა რეგისტრაცია მომავალი სასწავლო წლისათვის 4 აპრილს დაიწყება– განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. 

როგორც ბრიფინგზე ითქვა,  რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება. პირველი  განხორციელდება სკოლაში – 4 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით. ამ  ეტაპზე რეგისტრირდება მოსწავლე, თუკი მისი  და-ძმაც ამავე სკოლაში სწავლობს ან/და თუკი მისი მშობელიც ამავე  სკოლის თანამშრომელია და  რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად, აუცილებელი დოკუმენტების მიღება მოხდება სკოლაში – 19 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით. 

მეორე ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 4 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები მიიღება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.

თუ პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები არ იქნა წარდგენილი განსაზღვრულ ვადებში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. 

მესამე ეტაპი განხორციელდება 14 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით. რეგისტრაცია მოხდება სკოლაში, თუკი მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ გამოთავისუფლდა ვაკანტური ადგილები მოსწავლის ჩასარიცხად.

"წელს სავარაუდოდ, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში 49 000-მდე პირველკლასელი დარეგისტრირდება. სკოლაში მიიღებიან მოსწავლეები, რომელთაც სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. ახალი  სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება, პირველკლასელები წელსაც მიიღებენ  პორტატულ კომპიუტერებსა და  უფასო სახელმძღვანელოებს" – განაცხადა ლია გიგაურმა. 

 

სიახლეები

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...