მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანმუხურში სანაპიროს და ბულვარის შესაძლო გაყიდვა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს

განმუხურში სანაპიროს და ბულვარის შესაძლო გაყიდვა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს

Published on

განმუხურში სანაპირო ზოლის და ბულვარის გაყიდვის წინააღმდეგ დღეს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატები – სერგო რატიანი და გიორგი თევდორაძე პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდნენ. „არა რუსი ოლიგარქის ახირებებს“, „ხალხი არ იყიდება“,“ზღვა ხე არ არის“ – ამ შინაარსის პლაკატებით აქციაზე დღეს განმუხურის მოსახლეობა გამოვიდა.

 შეკრებილების განცხადებით, ისინი არ არიან განმუხურში ინვესტიციების წინააღმდეგნი, თუმცა დაუშვებლად მიიჩნევენ სანაპირო ზოლისა და ბულვარის ტერიტორიის გაყიდვას. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების განცხადებით, ტერიტორიის გასხვისება საპროტესტო აქციებს გამოიწვევს. უმცირესობის წევრები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ტერიტორიით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული.

განმუხურის სანაპიროს და ბულვარის მიმდებარე ტერიტორიას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ელექტრონული აუქციონის წესით ყიდის. ტერიტორიის საწყისი ფასი 2 263 500 ლარია და ის პირობიანია – მყიდველი ვალდებული იქნება ტერიტორიაზე 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

რაც შეეხება აუქციონს, ის ხვალ, 30 მარტს უნდა დასრულდეს.

სიახლეები

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...