მთავარისიახლეებისაზოგადოებასაყვარელიძე - შოკინმა, შოკინი რადამ გადააყენა. უკრაინის გენპროკურორად შესაძლოა...

საყვარელიძე – შოკინმა, შოკინი რადამ გადააყენა. უკრაინის გენპროკურორად შესაძლოა საყვარელიძე დაინიშნოს

Published on

დღეს დილით უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი პირველი  მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელიც ამავე დროს ოდესის ოლქის პროკურორია –  განცხადება ამის შესახებ გენერალური პროკურატურის ვებგვედზე გამოქვეყნდა . საყვარელიძის დათხოვნის მიზეზად პროკურორი ასახელებს რეორგანიზაციას და გენპროკურატურაში შემოსულ არაერთ წერილს, რომელიც საყვარელიძის მიერ მიერ ორი თანამდებობის შეთავსებას  აპროტესტებდა.ინფიორაცია საყვარელიძის გათავისუფლების შესახებ გენპროკურორმა პირადად გაახმოვანა ტელეეთერში,  და ერთერთ არგუმენტად მოიყვანა  26 მარტს შემოსული კოლექტიური წერილი , რომელშიც   რადას რამდენიმე წევრმა  გენპროკურორისაგან დავით საყვარელიძის არა ერთ-ერთი თანამდებობიდან, არამედ საერთოდ პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნა მოითხოვა. ამასთან, პროკურორის განცხადებით, საყვარელიძის დათხოვნა უკავშირდება მის მიერ საპროკურორო ეთიკის უხეშ დარღვევას. 

ბრძანება დავით საყვარელიძის გათავისუფლების შესახებ შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს შოკინისთვის  გენპროკურორის პოსტზე,  რადგან სულ რამდენიმე საათში გამართულ სესიაზე უკრაინის რადამ მიიღო დადგენილება მხარი დაუჭიროს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას თავად მისი გადაყენების შესახებ.   ამ დადგენილებას  უდიდესმა უმრავლესობამ – 289 დეპუტატმა მისცა ხმა. 

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 16 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შოკინს გადადგომა სთხოვა. ვიქტორ შოკინი უკრაინის გენერალურ პროკურატურას 2015 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.


 

 

სიახლეები

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...