მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახი კალაძე თვლის, რომ არ იქნება ცუდი, თუ მომავალ არჩევნებში დღევანდელ...

კახი კალაძე თვლის, რომ არ იქნება ცუდი, თუ მომავალ არჩევნებში დღევანდელ კოალიციაში შემავალი ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

Published on

დღეს რუსთავში გამართულ  ,,ქართული ოცნების'' რაიონული საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე   ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ ცუდი არ იქნება, თუ მომავალ არჩევნებში დღევანდელ კოალიციაში შემავალი ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და მერე უკვე პარლამენტში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, შეიქმნება თუ არა კოალიცია. "მე სულ ვამბობდი 2012 წლიდან მოყოლებული, რომ ოდესღაც კოალიცია დაიშლება, ეს არის ნორმალური პროცესი, აქ ტრაგედია არაფერი არ არის. ვფიქრობ, ეს არის დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. . ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, თუმცა ბატონ პრემიერ-მინისტრთან კოალიციურ რეჟიმში ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება", – განაცხადა კახა კალაძემ.

 მან გააკეთა აგრეთვე მინიშნება, რომ  ახალ საარჩევნო სიაში არ იქნებიან ყოფილი პრემიერები  ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. 

“ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით, თუმცა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ჯერ გარკვეული დრო არის. პარტიაში რა თქმა უნდა ახალი სახეები იქნება და თუ ვინ იქნებიან ეს ადამიანები ამაზე რამდენიმე დღეში გავაკეთებთ განცხადებას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.   

შეგახსენებთ ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ქართულმა ოცნებამ თავის ერთერთ კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელოს. კოალიციის ლიდერმა ზვიად  კვანჭანტირაძემ იგი გუნდის  სათადარიგო მოთამაშედაც კი მოიხსენია.  

საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" ისევ კოალიციის სახით მიიღებს მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე პარტიების სახით, ამაზე გადაწყვეტილება კოალიციაში ერთობლივად იქნება მიღებული.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...