მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფ. ინგირში ხანძრის შედეგად 3 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

სოფ. ინგირში ხანძრის შედეგად 3 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

Published on

ცოტა ხნის წინ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა, სადაც არსებული ინფორმაციით, სამი ოჯახი ცხოვრობდა. აქედან ორი აფხაზეთიდანაა დევნილი, ერთი კი ადგილობრივია. სამივე ოჯახი სოციალურად დაუცველია.
 
ადგილზე მობილიზებული იყო ოთხი ხანძრის საწინააღმდეგო მანქანა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ხანძრის გაჩენის მომენტში სახლში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. მისი გადარჩენა მეხანძრეებმა შეძლეს.
 
როგორც დაზარალებულები აცხადებენ, სახლში შეშის ღუმელი არ იყო. ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ელექტროსადენებიდან გაჩნდა.
 
ამჟამად, სამი ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...