მთავარისიახლეებიპოლიტიკაგანმუხურში სანაპირო ზოლის და ბულვარის შესაძლო გაყიდვა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს

განმუხურში სანაპირო ზოლის და ბულვარის შესაძლო გაყიდვა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს

Published on

განმუხურის სანაპირო ზოლის და ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის აუქციონის წესით გაყიდვის ფაქტს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერები. როგორც დღევანდელ საპროტესტო აქციაზე მათ განაცხადეს, ისინი ინვესტიციების განხორციელების წინააღმდეგნი არ არინ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამისთვის არ არის აუცილებელი სანაპირო ზოლისა და ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვა.

განმუხურში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მყოფი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებით, არ შეიძლება სანაპირო ზოლის და ბულვარის ტერიტორიის გაყიდვა. ისინი აცხადებენ, რომ გამაფრთხილებელ აქციას ელექტრონულ აუქციონამდე ერთი დღით ადრე, 29 მარტს საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად ჩაატარებენ.

განმუხურში, სანაპირო ზოლისა და ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის ელექტრონული აუქციონის წესით გაყიდვაზე პირველი განცხადება ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციაში გაკეთდა. პარტიის ლიდერების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 2 263 500 ლარია. ამასთან, მყიდველი ვალდებული იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. 

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...