მთავარისიახლეებისაზოგადოებატუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ზუგდიდიც უერთდება

ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ზუგდიდიც უერთდება

Published on

24 მარტს მთელ მსოფლიოში ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დაავადების შედეგად, ყოველწლიურად 3 მილიონამდე ადამიანი, მათ შორის, 100 000 ბავშვი იღუპება.ერთი წლის განმავლობაში ტუბერკულოზით დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 1 % ინფიცირდება.ამ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში პაციენტთა კავშირისა და წითელი ჯვრის მხარდაჭერით ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით- ტუბერკულოზი განკურნებადია, ტუბერკულოზს საზღვრები არა აქვს.სიმბოლურად რუხის საჯარო სკოლიდან მოსწავლეებმა მსვლელობა მოაწყვეს ენგურის ხიდამდე.მანამდე კი სოლიდარობის აქციაში მონაწილე კლინიკებმა გული, დევნილთა პოლიკლინიკა და ენ ელ აიმ, ასევე იუსტიციის სახლმა ფლაერები დაარიგა.ტუბერკულოზთან ბრძოლის დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით მთელს მსოფლიოში 1992 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება და მისადაგებულია 1882 წლის 24 მარტს გერმანელი მეცნიერის რობერტ კოხის მიერ ტუბერკულოზის გამომწვევის აღმოჩენის თარიღთან.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...