ზუგდიდის კულტურის სახლ ოდიშის დარბაზში დღეს პარტია ეროვნულების სამეგრელოს დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა. შეხვედრას სამეგრელოს ყველა რაიონიდან ეროვნული მოძრაობის წევრები, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები, ყოფილი პრეფექტები და ეროვნული გვარდიის წევრები ესწრებოდნენ. ყრილობის დაწყებამდე საზოიგადოებისთვის ნაჩვენები იქნა ცნობილი სკანდალური ფილმი „სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“, რომელიც ყოფილი ხელისუფლების ცხრაწლიან მმართველობას ასახავს, ხოლო დარბაზის ფოიეში გამოფენილი იყო ფოტოები აღნიშნული ფილმიდან. ყრილობა პოეტმა ლია ნაროუშვილმა გახსნა. დარბაზში ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა გვასალია, ასევე ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი და ქართული ოცნების მხარდამჭერები. მოგვიანებით ყრილობის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში გადაინაცვლეს და გვირგვინით შეამკეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურიას მემორიალური ძეგლი. მათთან ერთად იმყოფებოდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე. მისი თქმით, მოძრაობის მიზანია მოხდეს ეროვნული მოძრაობის იმ წარმომადგენლების გაერთიანება, რომლებიც კანონიერი ხელისუფლების გვერდით იბრძოდნენ. დღევანდელი ყრილობის ბოლოს ეროვნულებმა საქართველოს ძველი, შინდისფერი დროშებით მსვლელობა მოაწყვეს
ეროვნულების დამფუძნებელი ყრილობა სამეგრელოში (VIDEO)
სიახლეები
საზოგადოება
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...
საზოგადოება
კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს
კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...
სიახლეები
მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...
სიახლეები
მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე
ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...